Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ მოწვევის პარლამენტს სამწუხაროდ ახსოვს ისეთი გამოხატვის ფორმები, როდესაც ქალბატონი ანა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას იდგა, ბლოკავდა აქ ამოსვლას და თავმჯდომარეს არ უშვებდა თავის ადგილას

მარშალ პრესი 18/10/2022
შალვა პაპუაშვილი

„გმადლობთ ქალბატონო ანა, გმადლობთ ბატონო არმაზ, რომ გამოხატვის ფორმებს მიაქციეთ ყურადღება. ამ დარბაზს, ამ მოწვევის პარლამენტს, სამწუხაროდ ახსოვს ისეთი გამოხატვის ფორმები, როდესაც ქალბატონი ანა, აქ, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას იდგა, ბლოკავდა აქ ამოსვლას, არ უშვებდა პარლამენტის თავმჯდომარეს თავის ადგილას“- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია „ლელოს“ წევრს, ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

„ძალიან კარგია თუ კი იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ პოლიტიკური კულტურა ამ დარბაზში, ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში, იმსახურებს პატივისცემას უპირველეს ყოვლისა ამ დარბაზისა, ჩვენი ქცევით, ჩვენი სიტყვით, ჩვენი ტერმინოლოგიით, ძალიან კარგი და მე მივესალმები ამას და მოგიწოდებთ. გახსოვთ ალბათ ინტერპელაცია პრემიერ მინისტრის, ქალბატონო ანა, ამ შემთხვევაში წითლიძეს მივმართავ, რომელსაც ლამის დარბაზი დავატოვებინე იმის გამო, რომ არ ემორჩილებოდა წესრიგს. ამიტომ კარგია თუ მივედით ამ დასკვნამდე, რომ უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა და წესრიგი, ძალიან კარგია“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ზურაბ ადეიშვილი აყალიბებდა რეპრესიულ მანქანას, იყო ბიზნესის რეკეტის სათავეში, მძიმე მოვლენაა, როდესაც ასეთი ადამიანი საერთაშორისო სტრუქტურებში უკრაინის ხელისუფლების სახელით დადის
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.