Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ ადეიშვილი აყალიბებდა რეპრესიულ მანქანას, იყო ბიზნესის რეკეტის სათავეში, მძიმე მოვლენაა, როდესაც ასეთი ადამიანი საერთაშორისო სტრუქტურებში უკრაინის ხელისუფლების სახელით დადის

მარშალ პრესი 18/10/2022
ირაკლი კობახიძე

ზურაბ ადეიშვილი არის არა მხოლოდ ბრალდებული კონკრეტულ დანაშაულებში, არამედ ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი რეპრესიული მანქანის შემოქმედი გასული წლების მანძილზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მძიმე მოვლენაა, როდესაც ასეთი ადამიანი საერთაშორისო სტრუქტურებში უკრაინის ხელისუფლების სახელით დადის.

„ჩვენ უკრაინის ხელისუფლებასთან გვაკავშირებს ცალმხრივი მეგობრობა, ცალმხრივი სოლიდარობა, ცალმხრივი ინტერესების გათვალისწინება, რაც ძალიან მძიმეა და მიუღებელი მოვლენაა. ზურაბ ადეიშვილი არის არა მხოლოდ ბრალდებული კონკრეტულ დანაშაულებში, არამედ ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი რეპრესიული მანქანის შემოქმედი გასული წლების მანძილზე. ადამიანი, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, აყალიბებდა რეპრესიულ მანქანას, იყო ბიზნესის რეკეტის სათავეში და ა.შ. როცა ასეთი ადამიანი დადის საერთაშორისო სტრუქტურებში უკრაინის ხელისუფლების სახელით, ეს არის მძიმე მოვლენა. რას ვიზამთ, ეს ცალმხრივი მეგობრობა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჰელსინკის კომისიის უფროსმა მრჩეველმა მაიკლ ჰიკარი ჩეჩირემ გააზიარა უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ადეიშვილი ესწრება უკრაინის გენერალური პროკურატურისა და ევროპის საბჭოს. „თუ გაინტერესებთ, რა აღაშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში“, – დაწერა ჩეჩირემ „ტვიტერში“.

Post navigation

Previous: 15 და 16 ოქტომბერს სომხეთში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში, შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 4 ახმეტელი სპორტსმენი
Next: ამ მოწვევის პარლამენტს სამწუხაროდ ახსოვს ისეთი გამოხატვის ფორმები, როდესაც ქალბატონი ანა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას იდგა, ბლოკავდა აქ ამოსვლას და თავმჯდომარეს არ უშვებდა თავის ადგილას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.