Skip to content
20/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ მაქვს რამე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი – ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც – კახა კალაძე

მარშალ პრესი 13/10/2022
კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და მის მშობლებს ესაუბრა.

კახა კალაძემ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გოგონას ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, დაზარალებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა, უმძიმესია ეს ყველასთვის და გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც. თუ მაქვს რამე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

Post navigation

Previous: შვილი მოგვიკვდა მთელ საქართველოს ანგელოზივით მარიტა დავკარგეთ ყველამ – ამ ყველაფერს პასუხი სჭირდება – ვოლსკი
Next: მიხეილ სარჯველაძე – დიახ, ის უნდა დაისაჯოს, დაისაჯოს მკაცრად – გამოიკვეთება, რომ ვინმემ თვალი დახუჭა? მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს პასუხისმგებლობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.