პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს.
„შვილი მოგვიკვდა მთელ საქართველოს. მწუხარება უნდა გავიზიაროთ და ოჯახს ტკივილი შევუმსუბუქოთ. ხანდახან არის საკითხი და მდგომარეობა, როდესაც უნდა აერთიანებდეს ქვეყანას თუ სიხარული არა, ასეთი უბედურება და ძალიან სამწუხაროა, თუ ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურ განცხადებებს ვიხილავთ.
ამ ტრაგედიის შემხედვარე ყველაფერი ფერმკრთალდება. უშველებელი ტრაგედია მოხდა, ანგელოზივით მარიტა დავკარგეთ ყველამ – ამ ყველაფერს პასუხი სჭირდება.
ჩემი სურვილია, იქნებ ამ ტრაგედიამ გაგვაერთიანოს, ვილოცოთ და ყველას მოვუწოდოთ რომ თავშეკავებულად დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
