ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია ჩვენი ევროპული კონტინენტის მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური ზრდისთვის, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
მისი თქმით, კომისიის ანგარიშები წარმოადგენს ფაქტობრივ, სამართლიან შეფასებასა და მკაფიო მითითებებს, რა უნდა გააკეთონ პარტნიორებმა რეფორმებში სწრაფი წინსვლისთვის.
„ალტერნატივა არ არსებობს და ჩვენს საერთო ინტერესშია ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება დაწყებული დასავლეთ ბალკანეთიდან, სადაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვახორციელებთ ინვესტიციებს. ისინი დაუახლოვდნენ ევროკავშირს. რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ისტორიული მომენტია ბოსნია-ჰერცეგოვინას მოქალაქეებისთვის. მოვუწოდებ ქვეყნის ლიდერებს მაქსიმალურად გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა და სწრაფად განაგრძონ ჩვენს რეკომენდაციაში განსაზღვრული ნაბიჯების გადადგმა. ეს განაახლებს მუშაობას რეფორმებზე და კომისიის დასახელებულ 14 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებაზე, რომლებიც რჩება საკვანძო გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად“, – განაცხადა
