Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი კანდელაკი ბრიუსელში და სტრასბურგში კაბინეტ-კაბინეტ დარბოდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია არ მიგვეღო, ახლა ამ უგვანო კვალში ჩადგა კიდევ ერთი კომიკური პერსონაჟი – ბატონი ხაბეიშვილი

მარშალ პრესი 12/10/2022
გია ცაგარეიშვილი

[გიორგი კანდელაკი] დარბოდა ბრიუსელში და სტრასბურგში კაბინეტ-კაბინეტ და ყველაფერს აკეთებდა, იმისთვის, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაცია არ მიგვეღო, მაგრამ მისდა სამწუხაროდ საქართველო მიიღო. ახლა ამ უგვანო კვალში ჩადგა კიდევ ერთი კომიკური პერსონაჟი, ბატონი ხაბეიშვილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„თუ არ ვცდები, მერვე მოწვევის პარლამენტში ამ ადამიანმა [გიორგი კანდელაკი] ბრიუსელში და სტრასბურგში უფრო მეტი დრო გაატარა, ვიდრე ქუთაისის პარლამენტის შენობაში, იმის მცდელობაში, რომ როგორმე ვიზალიბერალიზაცია არ მიეცათ მისი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, სადაც ის, მისი ოჯახი, მისი მეგობრები ცხოვრობენ; სადაც ის გაიზარდა, დღემდე ცხოვრობს, სუნთქავს და არსებობს. ამ ქვეყანას მტრობდა. დარბოდა ბრიუსელში და სტრასბურგში კაბინეტ-კაბინეტ და ყველაფერს აკეთებდა, იმისთვის, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაცია არ მიგვეღო, მაგრამ მისდა სამწუხაროდ საქართველო მიიღო. ახლა ამ უგვანო კვალში ჩადგა კიდევ ერთი კომიკური პერსონაჟი, ბატონი ხაბეიშვილი. სადამდე წახვალ ჩემო ძმაო ამ უკუღმართ გზაზე, ჰკითხე შენ მეგობარს, კანდელაკს და ის მოგითხრობს, ამ მრუდე გზით სიარულმა სად გადაჩეხა. ჰკითხე მას, ან შენ ავაზაკ მეგობრებს პარტიადწოდებულ გაერთიანებაში რომ გყავს. ჰკითხე ამ მოლიპულ გზაზე პოლიტიკოსი სადამდე შეიძლება მოცურდეს და გადაიჩეხოს. ყველაზე დიდი უმადური საქმე, რითაც შეიძლება ადამიანი პოლიტიკაში დაკავდეს, ეს არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა. ძირგამომთხრელი ბრძოლა – ამაზე უზნეო საქმე არ მოიძებნება სამყაროში. ნაცვლად იმისა რომ ქვეყანას გამოადგე, შენ გინდა უმტრო და აქედან რაღაც გაუგებარი შეტყობინებები ჩაიტანო ბრიუსელში, იქ ვიღაცამ ასინეთასავით ყურში ჩაგჩურჩულოს რაღაც (ბევრი ასინეთები გყავთ „ნაცმოძრაობაში) და შემდეგ გაბადრული სახით თქვა, რომ საწადელს მიაღწიე. სხვათა შორის დღეს მისი ძვირფასი კოლეგები გაემიჯნნენ ამ ვაჟბატონს და თქვეს, რომ როცა ის ამ ვიზიტით არის წაბრძანებული ბრიუსელში, თურმე, არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას და წარმოადგენს რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციას. და ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ვისი შექმნილია, ჩემი და თქვენი?“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: პუტინი ევროპას დაუტკბა – თუ უნდათ, ონკანი მოუშვან და ეს არის
Next: ოლივერ ვარჰეი: ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია ჩვენი ევროპული კონტინენტის მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური ზრდისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.