Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით კელი დეგნანი განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 12/10/2022
კელი დეგნანი

ბევრი სპეკულაციაა მთელ ამ ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა, რა მოხდა ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არავის აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე საუბრისას.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს საბაჟოსთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან უკვე ათწლეულებია და უზრუნველვყოფთ მათ ყველანაირი შესაძლებლობით, აღჭურვილობით, სწავლებებით და ტრენინგით, იმგვარად, რომ საქართველოს საზღვრები იყოს დაცული და შევაკავოთ რუსეთის აგრესია. ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ”, – აღნიშნა დეგნანმა.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბე“) განცხადებით, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო და მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დგას. „ეფესბეს“ განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ოდესის პორტიდან ბულგარეთში გაიგზავნა, შემდეგ კი ბულგარეთის ქალაქ რუსედან ჯერ ფოთის პორტში, შემდეგ კი ერევანში ჩავიდა. 3 ოქტომბერს ერევანში ტვირთს საბუთები შეუცვალეს, რის შემდეგაც საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტომობილით 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გავლით რუსეთში ჩაიტანეს. საქმეზე უკვე დაკავებულია რუსეთის ხუთი, უკრაინის ორი და სომხეთის ერთი მოქალაქე. „ეფესბეს“ მტკიცებით, ტვირთის გადაადგილების მომზადებაში ასევე საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა.

Post navigation

Previous: ბექა ოდიშარია: ტრანზიტული თუ არატრანზიტული ტვირთები, ძალიან მკაცრ საბაჟო და უსაფრთხოების კონტროლს გადის, შესაბამისად, არცერთი საეჭვო ინციდენტი არ დაფიქსირებულა
Next: ლოიდ ოსტინი: უკრაინულმა ჯარმა შეძლო შეეცვალა პუტინის ომის დინამიკა, მათ დაიბრუნეს ქალაქები და გაათავისუფლეს ოკუპირებული ტერიტორიები – ეს გამარჯვება უკრაინელ ჯარისკაცებს ეკუთვნის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.