Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ლოიდ ოსტინი: უკრაინულმა ჯარმა შეძლო შეეცვალა პუტინის ომის დინამიკა, მათ დაიბრუნეს ქალაქები და გაათავისუფლეს ოკუპირებული ტერიტორიები – ეს გამარჯვება უკრაინელ ჯარისკაცებს ეკუთვნის

მარშალ პრესი 12/10/2022
ლოიდ ოსტინ

დღეს უკვე მეექვსედ ვხვდებით ერთმანეთს ქვეყნები, რომლებიც ვიზიარებთ საერთო ძალისძმევას დავეხმაროთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, მოსახლეობა რუსეთის მიერ დაწყებულ გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ ომში, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა,

მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნახა რუსეთის აგრესიული, სასტიკი ქმედებები.

„მსოფლიო ხედავს პუტინის მიერ გაკეთებულ არჩევანს, რაც არის ომი. რუსულ აგრესიას ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენ ვართ აქ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, როგორც სუვერენულ ქვეყანას დაიცვას საკუთარი ტერიტორია. ყველამ ვიცით ამ დარბაზში თუ როგორ დაიწყო. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, არავის საფრთხე არ შეუქმნია რუსეთისთვის და არავის რუსეთის გარდა კონფლიქტი არ სურდა. პუტინმა აირჩია ომი. უკრაინელებმა კი აირჩიეს საკუთარი ქვეყნის დაცვა და ამას შესანიშნავად აკეთებენ. პუტინს ეგონა უკრაინაზე რამდენიმე დღეში დაამყარებდა კონტროლს, რაც არ მოხდა. რუსეთს არ ეგონა, რომ ჩვენ ერთიანი ვიქნებოდით. ნახეთ რა ხდება ბრძოლის ველზე და ამ დარბაზში – ეს არის ჩვენი პასუხი.

პუტინი მიმართავს უპასუხისმგებლო ბირთვულ მუქარას და რიტორიკას. ჩვენ ვართ ერთად! უკრაინელი ჯარისკაცები იბრუნებენ ტერიტორიებს. უკრაინულმა ჯარმა შეძლო შეეცვალა პუტინის ომის დინამიკა. მათ დაიბრუნეს ქალაქები და გაათავისუფლეს ოკუპირებული ტერიტორიები. ეს გამარჯვება ეკუთვნის უკრაინელ ჯარისკაცებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. საკონტაქტო ჯგუფი გააგრძელებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

მინისტერიალის ფარგლებში, ნატოში უკრაინის მხარდამჭერი საკონტრაქტო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს.

Continue Reading

Previous: ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით კელი დეგნანი განცხადებას ავრცელებს
Next: სააკაშვილმა ჩემთან არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასულია – შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის გეგმაზე საუბრობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025