Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებზე: საქართველოს ამ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს

მარშალ პრესი 12/10/2022
ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხთან შემხებლობა არ აქვს.

„საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს, და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა“. – აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბე“) განცხადებით, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო და მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დგას. „ეფესბეს“ განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ოდესის პორტიდან ბულგარეთში გაიგზავნა, შემდეგ კი ბულგარეთის ქალაქ რუსედან ჯერ ფოთის პორტში, შემდეგ კი ერევანში ჩავიდა. 3 ოქტომბერს ერევანში ტვირთს საბუთები შეუცვალეს, რის შემდეგაც საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტომობილით 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გავლით რუსეთში ჩაიტანეს. საქმეზე უკვე დაკავებულია რუსეთის ხუთი, უკრაინის ორი და სომხეთის ერთი მოქალაქე. „ეფესბეს“ მტკიცებით, ტვირთის გადაადგილების მომზადებაში ასევე საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა.

Post navigation

Previous: არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ ტრაილერს
Next: იენს სტოლტენბერგი: მიმდინარეობს რუსეთის ბირთვული იარაღის მონიტორინგი. ცვლილებები არ შეგვიმჩნევია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.