Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ ტრაილერს

მარშალ პრესი 12/10/2022
გიორგი კაკაურიძე

საქართველოსთან არანაირი შემხებლობა არ აქვს საკითხთან, რომლის მიხედვითაც სატვირთო მანქანამ, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, საქართველოს ტერიტორიაც გაიარა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. კაკაურიძე განმარტავს, რომ ვრცელდება გარკვეული ბრალდებები, რომლის უკანაც დასაბუთება არ დგას, საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ სატვირთოსა თუ ვაგონს.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორმა კარგად იცის, კონტროლის ნაწილში საბაჟო სამსახურები როგორ მუშაობენ და როგორც ევროკავშირის, ისე ამერიკის უწყებებთან, ჩვენს ქვეყანას მუდმივი თანამშრომლობა აქვს.

„სხვადასხვა პოლიტიკოსებისა და სპეცსამსახურების გარკვეული ბრალდებები ისმის, რომელთა უკანაც არანაირი დასაბუთება არ დგას. ყოველთვის შეუძლია ვიღაცას ვიღაცას რაღაც დააბრალოს, თუ ამის არგუმენტი არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკანაც არაფერი დგას. არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ ტრაილერს“, – აცხადებს კაკაურიძე.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბე“) განცხადებით, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო და მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დგას. „ეფესბეს“ განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ოდესის პორტიდან ბულგარეთში გაიგზავნა, შემდეგ კი ბულგარეთის ქალაქ რუსედან ჯერ ფოთის პორტში, შემდეგ კი ერევანში ჩავიდა. 3 ოქტომბერს ერევანში ტვირთს საბუთები შეუცვალეს, რის შემდეგაც საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტომობილით 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გავლით რუსეთში ჩაიტანეს. საქმეზე უკვე დაკავებულია რუსეთის ხუთი, უკრაინის ორი და სომხეთის ერთი მოქალაქე. „ეფესბეს“ მტკიცებით, ტვირთის გადაადგილების მომზადებაში ასევე საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა.

Post navigation

Previous: თამარ ჩერგოლეიშვილი აღაღადდა – ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს – ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს
Next: ალექსანდრე დარახველიძე რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებზე: საქართველოს ამ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.