Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

იენს სტოლტენბერგი: მიმდინარეობს რუსეთის ბირთვული იარაღის მონიტორინგი. ცვლილებები არ შეგვიმჩნევია

მარშალ პრესი 12/10/2022
სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო რუსეთის ბირთვული იარაღის მონიტორინგს ახორციელებს და ამ დროისთვის ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

„რუსეთის მიმართ ჩვენი გზავნილია – ნატო მზადაა ყველა წევრი ქვეყანა დაიცვას. ხშირად ისმის სპეკულაციები ბირთვული იარაღის გამოყენებაზე უკრაინაში. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას ექნება უმძიმესი შედეგები რუსეთისთვის. რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არ უნდა იბრძოლოს. მიმდინარეობს რუსეთის ბირთვული იარაღის მონიტორინგი. ცვლილებები არ შეგვიმჩნევია. ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან მუქარა სახიფათოა. მივესალმები ნატოს წევრების მიერ უკრაინის საჰაერო თავდაცვითი სისტემებით მომარაგებას. ყველამ ვიცით, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი – იბომბება ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინას გადავეცით საჰაერო თავდაცვითი სისტემები, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი და სხვადასხვა სახის, მაგალითად ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო. უკრაინა დიდი ქვეყანაა, გასათვალისწინებელია ფართობი და მასშტაბი, რათა უკრაინამ უფრო მეტი ქალაქის დაცვა შეძლოს“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

მისივე თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში სახეზეა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ომის მიმდინარეობისას ყველაზე სერიოზული ესკალაცია.

„რუსეთმა მოახდინა ათიათასობით ახალი სამხედრო ძალის მობილიზაცია. ისინი ცდილობენ არალეგალურად მოახდინონ უკრაინის კუთვნილი მიწის ანექსია და ვხედავთ უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს. მოსკოვიდან ისმის ბირთვული მუქარა. ყველა კომპონენტი ცხადყოფს თებერვლის შემდეგ სიტუაციის ყველაზე მეტად გართულებას. ჩვენ შევხვდებით უკრაინის თავდაცვის მინისტრს. ნატოს გზავნილი ნათელია: ალიანსი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და ალიანსი მზადაა გრძელვადიან პერიოდში უკრაინის დასახმარებლად. ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით საკონტაქტო ჯგუფი შეიკრიბება, სადაც ვისაუბრებთ უკრაინის თავდაცვის მინისტრთან. პრიორიტეტია არის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა უკრაინისთვის“, – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.

Post navigation

Previous: ალექსანდრე დარახველიძე რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებზე: საქართველოს ამ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს
Next: ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.