“ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ლიბერალიზმის დედობაზე დებს თავს და სოციალურ ქსელში წერს:
“ვისაც აინტერესებს კლასიკური ლიბერალი როგორია, მეხუთე კლასში საზეპიროდ აქვს ნასწავლი, უბრალოდ არავინ აუხსნა:
ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.
——-
აი ჩავშალოთ.
პირველი:
ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს –
თანასწორად ეპყრობოდეს ყველას, მაღალსაც და დაბალსაც, ჭკვიანსაც და სულელსაც, ყველას – განურჩევლად სქესისა, რასისა, სექსუალური იდენტობისა, რელიგიური წარმომავლობისა….
შედეგებს კი არ ათანასწორებდეს – აკულაკებდეს, ჩაგრავდეს … თანასწორად ეპყრობოდეს – ესაა მნიშვნელოვანი!
———–
მეორე:
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს
კლასიკური ლიბერალიზმი შიმშილით არავის კლავს, საზოგადოების სიჯანსაღისთვის აუცილებლად მიიჩნევს გაჭირვებულების დახმარებას.
———
მესამე:
ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს
მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, კრიმინალთან ბრძოლა და მოქალაქეთა შორის დავების მოწესრიგება – კლასიკური ლიბერალიზმი ამ ფუნქციებს აკისრებს სახელმწიფოს.
———
მეოთხე:
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.
ერთმანეთის მოძულეთა მშვიდობიანი თანაცხოვრება – კლასიკური ლიბერალიზმი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას ისეთი სამოქალაქო დისციპლინა უზრუნველყოს, სადაც ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანები მშვიდობიან თანაცხოვრებას შეძლებენ.
———–
ესაა რუსთაველი – ესაა რუსთაველის ჰეფი ენდი.
ამას მიიჩნევდა რუსთაველი ბედნიერ დასასრულად.
ამ ბედნიერებისკენ მივდივართ ჩვენ – ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა, ვესი… თქვენც აქეთ გირჩევთ.
ესაა ქართული.
სხვა ყველაფერი არის უცხოური.” – წერს ჩერგოლეიშვილი
