Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სტოლტენბერგი უკრაინაში ომზე: უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში

მარშალ პრესი 06/04/2022
სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ახლა კონცენტრირდება აღმოსავლეთ უკრაინააში შეტევებზე, ნატოს არ უნახავს იმის არავითარი ნიშანი, რომ ვლადიმერ პუტინის მიზანი მთელი ქვეყნის კონტროლის შესახებ შეიცვალა.

„ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა თავისი ამბიცია გააკონტროლოს მთლიანად უკრაინა და ასევე გადაწეროს საერთაშორისო წესრიგი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და გავაცნობიეროთ, რომ ეს შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში, მრავალი თვის ან თუნდაც წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის ომს გრძელვადიანი გავლენა ექნება ევროპის უსაფრთხოებაზე, მიუხედავად იმისა, როდის დასრულდება.

„ჩვენ დავინახეთ პრეზიდენტი პუტინის მზადყოფნა, გამოიყენოს სამხედრო ძალა თავისი მიზნების მისაღწევად. ამან შეცვალა უსაფრთხოების რეალობა ევროპაში მრავალი წლის განმავლობაში“, – განაცხადა მან.

Post navigation

Previous: პარლამენტში ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის წესის დადგენის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
Next: ირაკლი ჩიქოვანი დმიტრო კულებას განცხადებაზე: საქართველოს არაფერი აქვს დასამტკიცებელი, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები – ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ურთულეს პერიოდში მხარში დავუდგეთ უკრაინელ ხალხს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.