Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პარლამენტში ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის წესის დადგენის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 06/04/2022
პარლამენტ

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის წესის დადგენის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის წესის განსაზღვრა სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

„აღნიშნული წესი უნდა დადგენილიყო 2022 წლის 1 იანვრამდე, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თხოვნით ვადამ გადაიწია ერთი წლით. იმისთვის, რომ უკვე აღნიშნულ ვადაში დროულად მოხდეს ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის წესის განსაზღვრა გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად არის ჩართული პროცესში. დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმის თაობაზე, თუ რა ფორმის და რა შინაარსის შეიძლება იყოს ეს წესი“, – აღნიშნა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები.

Continue Reading

Previous: შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობა და თანაცხოვრება, საქართველოს ხელისუფლება კი თავის მხრივ მზადაა რეგიონული დიალოგის ხელშეწყობა გააგრძელოს
Next: სტოლტენბერგი უკრაინაში ომზე: უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025