Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: თავად გამობრძანდეს ქალბატონი ხიდაშელი და დაასახელოს ციფრები, თუ რამდენით დააფინანსა ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-მ ქართული სახელმწიფო

მარშალ პრესი 11/10/2022
მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენ რა თქმა უნდა კითხვები გვაქვს და არ ვემტერებით ამ სახელმწიფოს [აშშ], რაც რა თქმა უნდა, უნდათ ქალბატონ თინასთან ერთად სხვა აქტორებს, რომლებსაც სურთ წარმოაჩინონ, რომ ჩვენ ვართ რუსული ძალა, და არ გვაქვს არანაირი უფლება რომ კითხვები დავსვათ, რაც სამართლიანი კითხვებია, – თქვა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას.

„თავად გამობრძანდეს ქალბატონი ხიდაშელი და მან დაასახელოს ციფრები, თუ რამდენითაა დაფინანსებული ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფო აშშ-სგან. ჩვენი მოპოვებული ინფორმაციით, საკმაოდ დიდი თანხაა ენჯეო სექტორზე, თავად ქალბატონი ხიდაშელი ამ სექტორს წარმოადგენდა. ჩვენ დავინახეთ, რომ თანასწორობის სახელით, დემოკრატიის სახელით პირდაპირი ბრძოლა მიმდინარეობდა მაგალითად ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც დღემდე ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს. რა დავინახეთ 2020 წლის არჩევნებზე – პირდაპირ გამოვიდნენ სცენაზე შეგნებულად გაყალბებული არჩევნების [შედეგებით], იმისთვის, რომ ხელისუფლება შეეცვალათ. მკაფიოდ აღვწერთ ჩვენ წერილებში თუ რა – რის უკან დგას და რატომ სურს ამა თუ იმ ქვეყანას და მაგალითად აშშ-ს, რომელიც ჩვენი პარტნიორია, მსგავსი ქმედებების წახალისება“, – ამბობს ყაველაშვილი.

თინა ხიდაშელი„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების ბოლოდროინდელ განცხადებებს Facebook პოსტით გამოეხმაურა.

„დროა, მასობრივად მოვუყვეთ ქვეყანას რამდენი სიცოცხლე გადაარჩინა ამერიკულმა დახმარებამ, რამდენ სიკეთეზე წვდომა გახადა შესაძლებელი, როგორ შეცვალა საუკეთესოდ ათასობით ადამიანის ყოველდღიურობა“, – დაწერა ხიდაშელმა.

Post navigation

Previous: თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის 31 მილიონი ლარის პროექტები მიმდინარეობს
Next: სოზარ სუბარი ამერიკულ დაფინანსებაზე: ისევ არ ვიცით რამდენია გრანტია, რამდენია დასაბრუნებელი სესხი და ხშირ შემთხვევაში არ ვიცით რას ხმარდებოდა ეს დაფინანსება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.