სოზარ სუბარი ამერიკულ დაფინანსებაზე: ისევ არ ვიცით რამდენია გრანტია, რამდენია დასაბრუნებელი სესხი და ხშირ შემთხვევაში არ ვიცით რას ხმარდებოდა ეს დაფინანსება

„ხალხის ძალა“ ამერიკის ელჩს ისევ უცდის. მოძრაობას ლეგიტიმურად მიაჩნია დაინტერესდეს და საზოგადოებასაც აუხსნას- რამდენი და რისთვის დახარჯა ვაშინგტონმა საქართველოში.

„3,5, მილიარდიდან ისევ არ ვიცით რამდენია გრანტია, რამდენია დასაბრუნებელი სესხი და ხშირ შემთხვევაში არ ვიცით რას ხმარდებოდა ეს დაფინანსება. ვიმეორებ, არის დაფინანსების ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს ხმარდებოდა – ინფრასტრუქტურის განვითარებას, გარკვეული დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. არის ნაწილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის განმტკიცებას ხმარდებოდა და არავინ სთხოვდა ამ რეჟიმს, რომ არ ყოფილიყო წამება ციხეებში, დახვეტები ქუჩაში, შეეწყვიტათ საკუთრებს წართმევა და ა.შ. ნაწილი ხმარდება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც აყალბებენ არჩევნების შედეგებსPVP-ს, იმისთვის რომ ქვეყანაში რევოლუციური სცენარი მოაწყონ ან ქუჩაში დგანან და იქიდან ცდილობენ მოაწყონ არეულობა“, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი.

გაზიარება