Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის 31 მილიონი ლარის პროექტები მიმდინარეობს

მარშალ პრესი 11/10/2022
თელავი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ქალაქ თელავის უწყვეტი წყალმომარაგებისათვის ორ პროექტს ახორციელებს. უკვე შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და კონტრაქტორი კომპანიისგან პროექტით დაგეგმილ შემდგომ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თელავში, არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდვით მიეწოდება. გამართული წყალმომარაგებისა და წყლის დებიტის გაზრდისთვის, ორი პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

ამ დროისთვის, უკვე დასრულდა თელავში „წიწმატიანის’’ პროექტით გათვალისწინებული 11 კმ-იანი მაგისტრალიდან 9 კმ-ის მოწყობა, დარჩენილი 2 კმ-ის მოწყობა წლის ბოლოს დასრულდება. ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, დამატებით, მიმდინარეობს ახალი სისტემების მშენებლობა, რომლის დასრულება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. პროექტის შედეგად თელავის წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.

თელავში მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 31 მილიონი ლარია. სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: თეთრი სახლი: ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოფას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემებით
Next: მიხეილ ყაველაშვილი: თავად გამობრძანდეს ქალბატონი ხიდაშელი და დაასახელოს ციფრები, თუ რამდენით დააფინანსა ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-მ ქართული სახელმწიფო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.