Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობა და თანაცხოვრება, საქართველოს ხელისუფლება კი თავის მხრივ მზადაა რეგიონული დიალოგის ხელშეწყობა გააგრძელოს

მარშალ პრესი 06/04/2022
შალვა პაპუაშვილი

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, კოლეგებთან ერთად, ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შევხვდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობა და თანაცხოვრება.

„ვისაუბრეთ ქართველ და სომეხ ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირზე, ასევე 2021 წლის დეკემბერში საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაზე, რომელიც კულტურის სფეროში 2022-2024 წლებში თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერას ითვალისწინებს.

მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობა და თანაცხოვრება. საქართველოს ხელისუფლება კი თავის მხრივ მზადაა რეგიონული დიალოგის ხელშეწყობა გააგრძელოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: აშშ-ის გენერალური პროკურორი: ამერიკელი პროკურორები ევროპელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად მუშაობენ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დანაშაულების ჩადენის მტკიცებულებების შესაგროვებლად
Next: პარლამენტში ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის წესის დადგენის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.