Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

აშშ-ის გენერალური პროკურორი: ამერიკელი პროკურორები ევროპელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად მუშაობენ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დანაშაულების ჩადენის მტკიცებულებების შესაგროვებლად

მარშალ პრესი 06/04/2022
მერიკ გარლანდი

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ ამერიკელი პროკურორები ევროპელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად მუშაობენ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დანაშაულების ჩადენის მტკიცებულებების შესაგროვებლად.

„დღეს ჩვენ ვეხმარებით საერთაშორისო ძალისხმევას, რათა გამოვავლინოთ და პასუხი ვაგებინოთ უკრაინაში მომხდარ სისასტიკეზე პასუხისმგებელ პირებს“, – აღნიშნა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.

4 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა და განაცხადა, რომ ომის დანაშაულებზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

„გახსოვთ, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე, რის გამოც გამაკრიტიკეს. თქვენ ნახეთ, რა მოხდა ბუჩაში. ის ომის დამნაშავეა. თუმცა, ჩვენ უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის იმ იარაღის მიწოდება, რომელიც მას ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდება და ყველა დეტალი უნდა მოვიპოვოთ, რათა ომის დანაშაულებზე სასამართლო პროცესი გაიმართოს. რაც ბუჩაში ხდება აღმაშფოთებელია და ეს ყველამ დაინახა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.

Continue Reading

Previous: სემეკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Next: შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობა და თანაცხოვრება, საქართველოს ხელისუფლება კი თავის მხრივ მზადაა რეგიონული დიალოგის ხელშეწყობა გააგრძელოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025