Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად ზოგადი განათლების კანონში ცვლილებები შედის

მარშალ პრესი 11/10/2022
განათლების კანონში

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, ცვლილების მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.

„აღნიშნული ცვლილებით სპეციალური მასწავლებლის განათლების განვითარებისათვის საკმარისი საკანონმდებლო საფუძვლები გაჩნდება და შესაძლებელი იქნება სისტემაში ჩართული, გამოცდილი, სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირების შენარჩუნება, ასევე, სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და სასკოლო სასწავლო გეგმის განმარტების დაზუსტება.

როგორც ვალერიან გობრონიძემ აღნიშნა, ინკლუზიური განათლება ხელს უწყობს სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ყველა ინდივიდი დაფასებულია. მისივე თქმით, განათლება შესაძლებლობას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს სრულად მიიღონ მონაწილეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, დასაქმდნენ, ჩართული იყვნენ კულტურულ, სპორტულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიური, ფუნქციური, სოციალური უნარების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს სპეციალური მასწავლებელი და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტები, რაც ხელს უწყობს სკოლის კულტურის ჩამოყალიბებას არა მარტო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებში, არამედ ნებისმიერი მოსწავლის სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, განაცხადა ვალერიან გობრონიძემ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: ყველა გაფაციცებით ოლიგარქს ეძებს და საზოგადოებამ ზოგი ოლიგარქი აღმოაჩინა, მაგრამ არა იმ მისამართზე, რა მისამართზეც ოპოზიციის ნაწილი ელოდა
Next: ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“, „საქართველოს ბანკის“ და მედია პლატფორმა „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის – „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში პირველი დისკუსია გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.