Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“, „საქართველოს ბანკის“ და მედია პლატფორმა „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის – „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში პირველი დისკუსია გაიმართა

მარშალ პრესი 11/10/2022
„ჯეოქეისი“

ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“, „საქართველოს ბანკის“, და მედია პლატფორმა „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის – „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში პირველი დისკუსია გაიმართა, რომლის მთავარი თემა „ეკონომიკური დიპლომატია“ იყო.

„ჯეოქეისის“ ინფორმაციით, დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა მიიღეს.

„დისკუსიას მოდერაციას „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, კომერსანტის მმართველი პარტნიორი, გიორგი აბაშიშვილი უწევდა.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია საქართველოს შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით ეკონომიკური დიპლომატიის გზით ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდისკენ,“- განაცხადა დისკუსიისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური პროცესები მნიშვნელოვნად გააქტიურებულია და ქვეყნის მიერ მიღწეული პოზიტიური შედეგები, როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის, მათ შორის საქართველოს დიპლომატიური მისიების ინტენსიური საქმიანობის შედეგია.

„ჯეოქეისის” თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანი თვალსაზრისით, ეკონომიკური დიპლომატია მხოლოდ ეკონომიკა არაა, ეს უსაფრთხოების საკითხია და ნიშნავს მეტ სტაბილურობას ქვეყნის შიგნით. „ეკონომიკური დიპლომატია, ეს არის ქართული რბილი ძალის პროეცირების საუკეთესო საშუალება, ჩვენ სხვა ბუნებრივი რესურსით ან შეიარაღების დონით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ ჩვენი ინტერესი, უნარი, ინტელექტი და თვისებები შეიძლება ყველაზე უკეთ სჭვიოდეს, ამიტომ ეს არის კიდევ ერთი დამატებითი წახნაგი სწორედ ეკონომიკური დიპლომატიის ჭრილში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის პოზიციონირებაზე“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

„თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი მიიჩნევს რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისი ინფრასტრუქტურის – ნავსადგურების, რკინიგზის – მეშვეობით, როგორც ერთ-ერთი ძირითადი დამაკავშირებელი კავკასიის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. მისი აზრით, „ტრანსპორტი და ლოგისტიკა არის სწორედ ერთ-ერთი ნათელი გამოხატულება ეკონომიკური დიპლომატიის, რადგან უმეტესი ნაწილი ჩვენი ტვირთბრუნვის სწორედ საერთაშორისო გადაზიდვებზე მოდის“. „ცხადია, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა საქართველოს სატრანსპორტო გადაზიდვებს პრობლემები შეუქმნა, თუმცა გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობებიც. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და მოვემზადოთ კარგად რათა ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ. ჩვენ გვჭირდება ახალი ნავსადგურები და ინფრასტრუქტურა, ამისათვის კი საჭიროა განხორციელდეს ინვესტიციები, რისი მეშვეობითაც, შევძლებთ განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო დერეფანი და სატრანსპორტო შესაძლებლობები.“- განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

დასკვნის სახით დისკუსია გიორგი აბაშიშვილმა შეაჯამა და აღნიშნა: „ვფიქრობ, დისკუსიის მთავარი მიზანი სრულად მიღწეულია, ვინაიდან სპიკერებმა ეკონომიკური დიპლომატიის გარშემო არსებულ ყველა აქტუალურ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიის დროს იყო წინადადებები, კონკრეტული მოსაზრებები და რეკომენდაციები ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის სპიკერებისგან. დისკუსიის დროს განხილული თემების განვრცობაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე შევთანხმდით. აღსანიშნავია, რომ მხარდაჭერილი იქნა ფორმატი და დისკუსიების გაგრძელებასა და შემდგომ ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით მზაობა გამოითქვა“. მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს ბანკს ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა და აღინიშნა, რომ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საინტერესო დისკუსიები კვლავ გაგრძელდება.

იხილეთ ეკონომიკური ფორუმის პირველი დისკუსია „ეკონომიკური დიპლომატია““, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად ზოგადი განათლების კანონში ცვლილებები შედის
Next: ყოყეს ძმაკაცს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალდება დაუმძიმდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.