Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველა გაფაციცებით ოლიგარქს ეძებს და საზოგადოებამ ზოგი ოლიგარქი აღმოაჩინა, მაგრამ არა იმ მისამართზე, რა მისამართზეც ოპოზიციის ნაწილი ელოდა

მარშალ პრესი 11/10/2022
შალვა პაპუაშვილი

ტერმინი „ოლიგარქი“ ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა შემოიღო და დაამკვიდრა – ბედის ირონიაა, რომ როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში ცოდვა ოპოზიციის ნაწილს თავადვე შემოუბრუნდა!, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ყველა გაფაციცებით ოლიგარქს ეძებს და საზოგადოებამ ზოგი ოლიგარქი აღმოაჩინა, მაგრამ არა იმ მისამართზე, რა მისამართზეც ოპოზიციის ნაწილი ელოდა.

ეს სასკოლო მაგალითია ალბათ იმისა, თუ როგორ ხდება ყალბი აღქმების ფორმირება, შემდეგ ეს ყალბი აღქმები როგორ ახდენს გავლენას მათ შორის ქვეყნის საერთაშორისო აღქმებსა და რეპუტაციაზე, მერე როგორ ხდება ამ ყალბი აღქმების უკან მობრუნება რეკომენდაციებით და როგორ ხდება ხელის გასავსავება – რა ვქნათ, რა ვუყოთ ამ ყველაფერს, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან… ეს არის კარგი სასკოლო მაგალითი იმისა, რომ როდესაც ყალბი აღქმების ჩამოყალიბება ხდება, საბოლოოდ კარგი შედეგი არ მოაქვს და დილემამდე მივყავართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: გიორგი ჩიქოვანი თურქმენეთის სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ ხელმძღვანელობას შეხვდა
Next: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად ზოგადი განათლების კანონში ცვლილებები შედის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.