Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბიზნესი
  • ბოლო სიახლე

გიორგი ჩიქოვანი თურქმენეთის სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ ხელმძღვანელობას შეხვდა

მარშალ პრესი 11/10/2022
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია, გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, თურქმენეთის სახელმწიფო მინისტრს, სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ თავმჯდომარეს ბატირ ამანოვსა და გაზის სახელმწიფო კონცერნის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში, კონსტანტინე საბიაშვილი.

„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის მთავარ მიზანს ერთობლივი საქმიანობის ორგანიზება წარმოადგენდა, რაც სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფნის გავლით თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლეთში ექსპორტის განხორციელების ხელშეწყობასა და საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის თურქმენული გაზით შესაძლო უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

განსახილველ საკითხებს შორის აგრეთვე იყო თურქმენული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაზრდილი მოცულობების ექსპორტი საქართველოში და ტრანსპორტირების ორგანიზება შავი ზღვის პორტში.

მიღწეულ იქნა წინასწარი შეთანხმება ყველა განსახილველ საკითხზე. დაიგეგმა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობა საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ჩართულობით.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ დირექტორი კომერციულ საკითხებში ნიკოლოზ ფიცხელაური, დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე და უფროსი მრჩეველი, სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ გოჩიტაშვილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ნინო ფოჩხუა ბოკერიას განცხადებაზე: როგორ უნდა თქვა ანტიდასავლური ამ ხელისუფლებაზე, რომელიც პირნათლად ასრულებს რეკომენდაციას და რომ არა დესტრუქციული ოპოზიციის ძალისხმევა პირველი ვიქნებოდით, ვისაც კანდიდატის სტატუსს მიანიჭებდნენ
Next: შალვა პაპუაშვილი: ყველა გაფაციცებით ოლიგარქს ეძებს და საზოგადოებამ ზოგი ოლიგარქი აღმოაჩინა, მაგრამ არა იმ მისამართზე, რა მისამართზეც ოპოზიციის ნაწილი ელოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.