Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია წუხს, რადგან, აღმოჩნდა, რომ უკრაინული კანონი პირველ რიგში შეიძლება ოპოზიციის ფლანგზე მყოფ ბიზნესმენებს შეეხოს

მარშალ პრესი 11/10/2022
ირაკლი ქადაგიშვილი

[დეოლიგარქიზაციის] კანონის და ამ ცნების გარშემო ვითარება არის რთულად ასაწონ-დასაწონი. ერთის მხრივ (ჩემ პირად აზრს გამოვხატავ) ეს დეოლიგარქიზაციის კანონი რომ ჩავუღრმავდეთ, ჩვენ დავუნახავთ, რომ ეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშიც კი მოდის. შინაარსია – ადამიანი, რომელიც წარმატებულია, აქვს დიდი კაპიტალი, მას გარკვეული კონსტიტუციური უფლებების განხორციელება და რეალიზაცია ეკრძალება. გამომდინარე აქედან თუ ამას ჩავუღრმავდებით, შეიძლება კონსტიტუციასთან ძალიან ბერ წინააღმდეგობაში აღმოვჩნდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, კანონი კონკრეტული სახელის და გვარისთვის ვერ დაიწერება, არამედ დაიწერება კონკრეტული პრინციპებიდან გამომდინარე.

„ჩვენ ვიღებთ იმ კანონს, რომელიც არ არის მორგებული საქართველოზე. ანუ, არცერთი პოლიტიკური მხარის მიერ არ არის დაწერილი და არცერთი პოლიტიკური მხარის სურვილები არ არის ასახული. უკრაინაშია ეს კანონი შექმნილი, ვენეციაშია გადაგზავნილი და რა შენიშვნებითაც დააბრუნებს ვენეცია, მზად ვართ, რომ იგივე შენიშვნებით, ადაპტირებული იყოს მიღებული. ამ სიტუაციაშიც ვერცერთი კანონი ვერ დაიწერება კონკრეტული სახელის და გვარისთვის. კანონი დაიწერება კონკრეტული პრინციპებიდან გამომდინარე; ვინც ამ პრინციპების ბადეში მოჰყვება, იმაზე გავრცელდება კანონი. რატომ აქვს ოპოზიციას წუხილი – აღმოჩნდა, რომ უკრაინული კანონი პირველ რიგში შეიძლება შეეხოს ოპოზიციის ფლანგზე მყოფ ბიზნესმენებს, ლეგალურს თუ არალეგალურ ბიზნესმენებს. ჩვენ ვეუბნებით, რომ მზად ვართ, ამ კანონპროექტს ვაინიცირებთ და თუ მათ არ უნდათ საერთოდ ამ კანონის მიღება, მაშინ ესეც ხმამაღლა უნდა განაცხადონ. ის, რომ ამ კანონპროექტის მოქმედების ქვეშ ხვდება ოპოზიციის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში დიდი ბიზნესისთვის დემოკრატიული სივრცე გახსნილია. ანუ, თუ აქამდე სააკაშვილის, ან ხელისუფლების დროს დიდი ბიზნესი ვერ იღებდა მონაწილეობას პოლიტიკაში, მედიასივრცეში, დღე ეს სივრცე აბსოლუტურად ღია და თავისუფალია“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

Post navigation

Previous: ამირან სალუქვაძე: რუსეთის სარაკეტო იერიშების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკაში პრობლემების შექმნაა
Next: გოგა ხაინდრავა: ღრმად პატივცემულო „დემოკრატიულ-ღირებულიანებო“, რაიმე „ნიუ“ რეზოლუციას დაველოდოთ აღსრულებამდე, თუ პირდაპირ ცეცხლს გაგვიხსნიან?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.