Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამირან სალუქვაძე: რუსეთის სარაკეტო იერიშების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკაში პრობლემების შექმნაა

მარშალ პრესი 11/10/2022
ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტმა და ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“ რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი სარაკეტო იერიშის მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ კიდევ შესაფასებელია ის ზარალი, რაც უკრაინას ამ ორი დღის განმავლობაში დაადგა.

„ურტყამენ არა მხოლოდ ენერგოობიექტებს, არამედ რკინიგზის კვანძებს. შესაბამისად, ამ სარაკეტო იერიშების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკაში პრობლემების შექმნაა. ძირითადად რკინიგზით ხდება შეიარაღებით, საბრძოლო მასალებით, საკვებით უზრუნველყოფა, იმიტომ რომ ტერიტორია არის ძალიან დიდი და ელექტროენერგიის პრობლემები ავტომატურად გამოიწევს პრობლემებს რკინიგზის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მხრივ. თუ ამას დაემატება მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძების მწყობრიდან გამოყვანა, ეს გამოიწვევს პრობლემებს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტზე უკრაინის ჯარების უზრუნველყოფის კუთხით“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისი თქმით, თუ მსგავსი შეტევები გაგრძელდა, ამან შესაძლოა არსებულზე მეტი პრობლემა შეუქმნას უკრაინულ მრეწველობას, რომელიც ომის გამო უკვე დაზარალდა.

Post navigation

Previous: ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ
Next: ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია წუხს, რადგან, აღმოჩნდა, რომ უკრაინული კანონი პირველ რიგში შეიძლება ოპოზიციის ფლანგზე მყოფ ბიზნესმენებს შეეხოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.