
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე გივი თარგამაძის “მუქარას” შემდეგნაირად პასუხობს:
„ადრე, სულის ამოხდით დაგვემუქრა. ახლა სიკვდილით იმუქრება. ღრმად პატივცემულო „დემოკრატიულ- ღირებულებიანებო“, რაიმე „ნიუ“ რეზოლუციას დაველოდოთ აღსრულებამდე, თუ პირდაპირ ცეცხლს გაგვიხსნიან ეს უკუღმა მედასავლეთეები?! „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო“ – ამ კიკუებზეა ნათქვამი“.
„თუ სანქციები შეეხება პერსონალიებს, ამ შემთხვევში ივანიშვილი და მისი ამალა ამ სიაში ადრე თუ გვიან მოხვდებიან. როგორც ამერიკაშია გამოთქმა – გარდაუვალია ორი რამ: სიკვდილი და გადასახადები. ივანიშვილისთვის ახლა გარდაუვალია სიკვდილი და სანქციები“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ერთ-ერთმა სახემ, გივი თარგამაძემ.