Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბიზნესი
  • ბოლო სიახლე

სემეკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მარშალ პრესი 06/04/2022
სემეკ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სემეკი გამოხატავენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის სტუდენტებს სემეკში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში. მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად.

„მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი როგორც განათლების მიღებისა თუ კვლევების წარმოების, ასევე სტუდენტებისათვის სწავლის პროცესში შესაბამისი გარემოს შექმნის კუთხითაც.

როგორც სემეკის თავმჯდომარე, გამოვთქვამ მზადყოფნას მივცეთ დამატებითი შესაძლებლობები სტუდენტებს, რათა მათ გაიარონ სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა სემეკში, ადგილზე გაეცნონ მარეგულირებლის სპეციფიკას, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების პრინციპებს. ვფიქრობ, აღნიშნული კიდევ დაეხმარება სამომავლო კარიერული მიზნების უკეთ ჩამოყალიბებაში იმ სტუდენტებს, რომლებიც ენერგეტიკის ან წყალმომარაგების სექტორებში გეგმავენ საქმიანობას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Continue Reading

Previous: CNN: აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ არის მუდმივი და შესაძლოა გაუქმდეს, თუ მოსკოვი უკრაინაში კურსს შეცვლის
Next: აშშ-ის გენერალური პროკურორი: ამერიკელი პროკურორები ევროპელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად მუშაობენ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დანაშაულების ჩადენის მტკიცებულებების შესაგროვებლად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025