Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ზელენსკი G7-ის ლიდერებს: აშკარა ფაქტი უნდა ვაღიაროთ – არ შეიძლება დიალოგის წარმართვა რუსეთის ამ ლიდერთან, რომელსაც მომავალი არ აქვს

მარშალ პრესი 11/10/2022
ვოლოდიმირ-ზელენსკი-640x361

აშკარა ფაქტი უნდა ვაღიაროთ – არ შეიძლება დიალოგის წარმართვა რუსეთის ამ ლიდერთან, რომელსაც მომავალი არ აქვს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ (G7) შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მან [პუტინმა] თავად უარყო დიალოგი. ის საუბრობს ულტიმატებით, ტერორი სამყაროსადმი მისი დამოკიდებულებაა. რუსეთის [საჰაერო] დარტყმების, მკვლელობებისა და საერთაშორისო სამართლის ბოროტად გამოყენების შემდეგ, თქვენი საზოგადოებები ვერ გაგიგებენ, თუ ამ ტერორის ლიდერს რაიმე პერსპექტივას არ გაუწყვეტთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„მსოფლიოში ყველამ უნდა გააცნობიეროს: მოლაპარაკებები შეიძლება იყოს ან რუსეთის სხვა ხელმძღვანელთან – რომელიც შეასრულებს გაეროს წესდებას, ჰუმანურობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ძირითად პრინციპებს – ან სხვა კონფიგურაციაში, რათა მთავარ ტერორისტს არ ჰქონდეს საშუალება ტერორის საშუალებით გავლენა მოახდინოს მთავარ გადაწყვეტილებებზე. ახლა ერთი ადამიანი ბლოკავს მშვიდობას და ეს ადამიანი მოსკოვშია“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

Post navigation

Previous: „TV პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან დავალიანების გადაუხდელობის გამო გაითიშა
Next: სტოლტენბერგი: ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.