Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„TV პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან დავალიანების გადაუხდელობის გამო გაითიშა

მარშალ პრესი 11/10/2022
ტვ

„TV პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან გაითიშა.

როგორც „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელმა დავით ზილფიმიანმა Pia.ge-სთან საუბარში განაცხადა, მიზეზი დავალიანებაა, რომელიც გაფრთხილების მიუხედავად, აღნიშნულმა არხებმა არ გადაიხადეს.

ზილფიმიანი იმედოვნებს, რომ ტელეკომპანიები მალე გადაიხდიან დავალიანებას და მაუწყებლობა აღუდგებათ, რადგან ეს უპირველეს ყოვლისა, მაყურებელთა ინტერესებშია.

„გადაწყვეტილების მიღებაში მე არ ვმონაწილეობ. დავალიანების გამო გაეთიშათ მაუწყებლობა. სამივე ტელევიზიას გაეგზავნა გაფრთხილება, მაგრამ არ გადაიხადეს. იმედი მაქვს, გადაიხდიან და აღდგება მაუწყებლობა. ეს მაყურებლისთვისაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

Post navigation

Previous: შენი და შენი ოჯახის ჯიბეში რამდენი მილიონი სანქცირებული რუბლია? – ლევან ნიკოლეიშვილი ელენე ხოშტარიას
Next: ზელენსკი G7-ის ლიდერებს: აშკარა ფაქტი უნდა ვაღიაროთ – არ შეიძლება დიალოგის წარმართვა რუსეთის ამ ლიდერთან, რომელსაც მომავალი არ აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.