Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ეხმარებოდა ქართულ ჯარს, პოლიციას და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაშინ არ გახსენებიათ, რომ შესაძლოა ყოფილიყო ოლიგარქი – ამილახვარი

მარშალ პრესი 11/10/2022
კელი დეგნანი და ბიძინა ივანიშვილი

როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წლების განმავლობაში, როგორც ფიზიკური პირი, პირდაპირ ხაზინაში რიცხავდა საკუთარ სახსრებს, ეხმარებოდა ქართულ ჯარს, პოლიციას და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაშინ ჩვენს ოპონენტებს საერთოდ არ გახსენებიათ, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო ოლიგარქი – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ დაინახა რა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის თანახმად, მათ რიგებში, ან მათი პოლიტიკური პარტიების უკან მდგომი გარკვეული პირები მოხვდებიან ამ წრეში, ახლა გაახსენდა, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.

„როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წლების განმავლობაში, როგორც ფიზიკური პირი, პირდაპირ ხაზინაში რიცხავდა საკუთარ სახსრებს, ეხმარებოდა ქართულ ჯარს, ქართულ პოლიციას და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა ისინი ფეხზე დამდგარიყვნენ და დემოკრატიულ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებად ჩამოყალიბებულიყვნენ, მაშინ ჩვენს ოპონენტებს საერთოდ არ გახსენებიათ ის, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო ოლიგარქი.

ახლა როდესაც დაინახეს, რომ პირნათლად ვასრულებთ 12 პუნქტიანი გეგმის ერთერთ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც არის დეოლიგარქიზაცია და დაინიცირდა შესაბამისი კანონპროექტი, ნახეს რა, რომ ამ კანონპროექტის შესაბამისად, გარკვეული პირები მათ რიგებში, ან მათი პოლიტიკური პარტიების უკან მდგომი პირები მოხვდებიან ამ წრეში, ახლა გაახსენდათ ბიძინა ივანიშვილი, რომ თურმე ის არის ოლიგარქი, მაშინ, როდესაც ადამიანი სრულად ჩამოშორებულია როგორც სახელმწიფო მმართველობას, ისე ქართულ პოლიტიკას. ეს არის ორმაგი სტანდარტი – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

Post navigation

Previous: თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციურ მედიას აკრიტიკებს – ოპოზიციური ტელემედია რეალობას რომ არ ამახინჯებდეს სულ სხვა ვითარება იქნებოდა
Next: ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდეც გვერდით ედგა ქვეყანას და ინსტიტუციებს აძლიერებდა, მათთვის მიუღებელი მას შემდეგ გახდა, რაც წინა ხაზზე გამოვიდა – ალუდა ღუდუშაური

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.