Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციურ მედიას აკრიტიკებს – ოპოზიციური ტელემედია რეალობას რომ არ ამახინჯებდეს სულ სხვა ვითარება იქნებოდა

მარშალ პრესი 11/10/2022
თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციურ მედიას აკრიტიკებს;

“პოლიტიკური პროცესი პოლიტიკური შინაარსის შესრულების ჯაჭვია და თავისი რგოლები აქვს.
პოლიტიკური შინაარსის ინსტრუმენტებია – პარტია, მედია, სამოქალაქო საზოგადოება, ამომომრჩეველი.
პოლიტიკური შინაარსი შეიძლება იყოს სისტემური ცვლილებები – მაგალითად სახელმწიფოს მოწყობის ცვლილება, მართლმსაჯულების ცვლილება, საგარეო კურსის ცვლილება…
პოლიტიკური შინაარსი ასევე შეიძლება იყოს – შენ გაიწიე, მე უნდა მოვიდე.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დღეს პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ განმსაზღვრელად ტელემედია რჩება.
სამწუხაროდ იმიტომ, რომ ტელემედია ძვირი ჯდება და ეგ ფული რეკლამით ვერ გროვდება – პოლიტიკურად უნდა ჩაესხას.
პოლიტიკურ ფულს ვალდებულებები მოყვება.
ასეთი ვალდებულებები სარედაქციო დამოუკიდებლობას ანადგურებს.
ვინც პოლიტიკურ ფულს ხარჯავს, იმის შინაარსი პრიმიტიულია – ნებისმიერ ფასად, შენ გაიწიე და მე უნდა მოვიდე.
ამას ხალხი არ ჭამს.
ამიტომ ტელემედიის დღის წესრიგი ალთასაა.
ხალხის განწყობა ბალთას.
ტელემედიის მესვეურები ამტკიცებენ რომ ხალხი არ ვარგა.
განსაკუთრებით ისინი საყვედურობენ ხალხს – ვინც ხელოვნურ დღის წესრიგს ქმნის, ხელოვნურად აქრობს მათი დონორების კონკურენტებს თავისი ამომრჩევლიანად ეთერიდან. მათი მედია მხოლოდ ერთი პოლიტიკური ბელადის ინტერესებს გამოხატავს და ლუკმას იმათაც გადაუგდებს ხოლმე პერიოდულად – ვინც ბელადისთვის იშიმშილებს, ან ბელადისთვის ილოცებს…
ამომრჩეველი ტელემედიის დღის წესრიგში არ ჩანს, ან თუ ჩანს ბელადის ინტერესებთან მიმართებით – მხოლოდ.
მერე, ამავე ტელევიზიის მესვეურებს უკვირთ, რომ ევროპული ფონდები დემოკრატიული პარტიების გაქრობაში და ბელადომანიის ხელშეწყობაში ფულს არ ხარჯავენ.
პოლიტიკური პარტიები ხომ არ უქნია ღმერთს.
მაგრამ ოპოზიციური ტელემედია რეალობას რომ არ ამახინჯებდეს და უბრალოდ აშუქებდეს ყველაფერს, რასაც პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს სთავაზობენ – სულ სხვა ვითარება იქნებოდა.
არ იქნებოდა ასეთი უფსკრული ოპოზიციურ მედიაში ატეხილ პანიკასა და მოსახლეობის განწყობას შორის.” – წერს ჩერგოლეიშვილი

Post navigation

Previous: 13 ოქტომბერს მაჭახელას ხეობაში, სოფელ სინდიეთში ფესტივალი ,,მაჭახლობა 2022“ გაიმართება
Next: როდესაც ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ეხმარებოდა ქართულ ჯარს, პოლიციას და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაშინ არ გახსენებიათ, რომ შესაძლოა ყოფილიყო ოლიგარქი – ამილახვარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.