Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდეც გვერდით ედგა ქვეყანას და ინსტიტუციებს აძლიერებდა, მათთვის მიუღებელი მას შემდეგ გახდა, რაც წინა ხაზზე გამოვიდა – ალუდა ღუდუშაური

მარშალ პრესი 11/10/2022
ალუდა ღუდუშაური

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც მათ აწუხებთ არის ის, რომ იერიში მიიტანონ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე, ადამიანზე, რომელმაც რეჟიმი დაამარცხა ქვეყანაში მანამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდეც სახელმწიფოს გვერდით იდგა და მიუღებელი მხოლოდ მაშინ გახდა, როდესაც წინა ხაზზე გამოვიდა.

„კანონი, რომელიც უკრაინას აქვს და რომელზეც ვენეციის კომისიას დადებითი დასკვნა აქვს გაცემული და ტაშს უკრავდა მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოსთან მიმართებაში თურმე არ უნდა იქნეს მიღებული, ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუში. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც მათ აწუხებთ არის ის, რომ იერიში მიიტანონ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე. ადამიანზე, რომელმაც რეჟიმი დაამარცხა ქვეყანაში მანამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. ბატონი ივანიშვილი მანამდეც ამ ქვეყანას გვერდით ედგა და ინსტიტუციებს აძლიერებდა, უბრალოდ მათთვის მიუღებელი გახდა მას შემდეგ, რაც წინა ხაზზე გამოვიდა და თქვა, რომ ამ ქვეყანას ექნება დემოკრატიული მომავალი“- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

Post navigation

Previous: როდესაც ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ეხმარებოდა ქართულ ჯარს, პოლიციას და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაშინ არ გახსენებიათ, რომ შესაძლოა ყოფილიყო ოლიგარქი – ამილახვარი
Next: იმედია მალე გააცნობიერებს ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი ევროპაში, რომ ამ ომმა, უკრაინის უბედურების გარდა – ევროპის დანგრევა, სრული ჩამოშლა და მასზე ამერიკის სრული დომინირება გამოიწვია – დავით ქართველიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.