Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თურქეთის საელჩო საქართველოში: მადლობა გვინდა გადავუხადოთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დიპლომატიური კორპუსი კახეთში, რთველზე შეკრიბა, საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს

მარშალ პრესი 10/10/2022
თურქეთი

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დიპლომატიური კორპუსი კახეთში, რთველზე შეკრიბა, საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

„მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც შეკრიბა დიპლომატიური კორპუსი კახეთში რთველზე და ასევე, ბატონ მინისტრებს მოწვევისა და შესანიშნავი მასპინძლობისთვის.

საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
Next: საქართველოს აეროპორტებში ღვინის დღეები აღინიშნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.