Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს აეროპორტებში ღვინის დღეები აღინიშნება

მარშალ პრესი 10/10/2022
ღვინის დღეები

„ღვინის დღეები საქართველოში“ 15 ოქტომბრის ჩათვლით 26 ლოკაციაზე აღინიშნება“, – ამის შესახებ აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ აღინიშნება. ღონისძიება ერთდროულად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იმართება.

„საქართველო რომ ღვინის სამშობლოა და 8000 წლიანი წარმოების უწყვეტი ტრადიცია აქვს, ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები აეროპორტშივე ეზიარებიან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებამდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ფესტივალის კვირეულისადმი მიძღვნილი თემატიკით გააფორმა და გამფრენ და ჩამომფრენ მგზავრებს ღვინოები დაურიგა.

TAV GEORGIA-ს ორგანიზებით, ფესტივალის საერთო კონცეფციით გაფორმდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით კი მთელი კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთავარ აეროპორტში ჩამომფრენ უცხოელ ვიზიტორებს მესაზღვრეები ქართულ ღვინოს და ფესტივალის პროგრამას გადასცემენ. „ღვინის დღეები საქართველოში“ 15 ოქტომბრის ჩათვლით 26 ლოკაციაზე აღინიშნება“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

Post navigation

Previous: თურქეთის საელჩო საქართველოში: მადლობა გვინდა გადავუხადოთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დიპლომატიური კორპუსი კახეთში, რთველზე შეკრიბა, საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს
Next: BAG ინდექსი: ინვესტიციების ზრდასთან ერთად სპეციალისტების ნაკლებობა და სამუშაო ძალის დეფიციტი უფრო მეტად იგრძნობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.