Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 10/10/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 9 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2022-2028 სტრატეგიისა და მისი 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობის, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია მიმართულია კაპიტალის ბაზრის ამოქმედების გზით ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე. სტრატეგია შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030-თან და შეესაბამება ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას.

სტრატეგია შემუშავდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის წარმომადგენლების, აზიის განვითარების ბანკის ექსპერტებისა და კონსულტანტების აქტიური ჩართულობით.

Post navigation

Previous: ქეთა გაბიანი წულუკიანზე: ვუთხარი ქალბატონ თეას, რომ რაც არ უნდა არ ეთანხმებოდე ადამიანს და აბსოლუტურად მიუღებელი იყოს მისი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პოზიცია, ასეთი ფორმით მიმართვა ჩემთვისაც უსიამოვნო იყო და ამიტომ პოსტი წავშალე
Next: თურქეთის საელჩო საქართველოში: მადლობა გვინდა გადავუხადოთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დიპლომატიური კორპუსი კახეთში, რთველზე შეკრიბა, საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.