ქეთა გაბიანი წულუკიანზე: ვუთხარი ქალბატონ თეას, რომ რაც არ უნდა არ ეთანხმებოდე ადამიანს და აბსოლუტურად მიუღებელი იყოს მისი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პოზიცია, ასეთი ფორმით მიმართვა ჩემთვისაც უსიამოვნო იყო და ამიტომ პოსტი წავშალე

მე ვუთხარი თავად ქალბატონ თეას, რომ რაც არ უნდა არ ეთანხმებოდე ადამიანს და აბსოლუტურად მიუღებელი იყოს მისი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პოზიცია, ასეთი ფორმით მიმართვა ჩემთვისაც უსიამოვნო იყო ჩემი მხრიდან და ამიტომ პოსტი წავშალე, – ამის შესახებ ქეთა გაბიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მის პოსტზე. გაბიანის თქმით, მისი პოსტი უზრდელური იყო, მალე წაშალა, თუმცა იგი სოციალურ ქსელში მაინც გავრცელდა.

„ძალიან უზრდელური პოსტი იყო და წავშალე. მერე ვიღაცას დაუსქრინია. მასზე ატეხილა ამბავი, რომ მუქარა იყო და ასე შემდეგ. ეს აღქმული იყო როგორც მუქარა.

მე ვუთხარი თავად ქალბატონ თეას, რომ რაც არ უნდა არ ეთანხმებოდე ადამიანს და აბსოლუტურად მიუღებელი იყოს მისი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პოზიცია, ასეთი ფორმით მიმართვა ჩემთვისაც უსიამოვნო იყო ჩემი მხრიდან და ამიტომ პოსტი წავშალე. ვფიქრობ, ამ ყველაფერს ასეთი ამბავი არ უნდა მოჰყოლოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი საქალაქო სასამართლოში ქეთა გაბიანის წინააღმდეგ საქმეზე დღეს მოწმის სტატუსით დაიკითხა. საქმე ეხება სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი განცხადების გავრცელებას. გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, თეა წულუკიანის ადვოკატის განცხადებით, ქეთა გაბიანმა კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს ბოდიში მოუხადა.

გაზიარება