
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, გაუგონარი დეზინფორმაციის ნიაღვარი მოდის „ქართუ ფონდის“ მისამართით, მაშინ როდესაც მას რამდენიმე მილიარდი აქვს დახარჯული საქართველოში სხვადასხვა საქველმოქმედო და სახელმწიფოებრივ საქმეზე.
„მორიგი გაუგონარი დეზინფორმაციის ნიაღვარი მოდის „ქართუ ფონდის“ მისამართით, მაშინ როდესაც „ქართუ ფონდს“ რამდენიმე მილიარდი აქვს დახარჯული საქართველოში სხვადასხვა საქველმოქმედო და სახელმწიფოებრივ საქმეზე. ახლაც დავით ხიდაშელთან ერთად გადაწყვიტეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს თანამდეროვე სამყაროს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევები ასეთი მედიკამენტის კვლევა დააფინანსოს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
„იმედის კვირა“ ქართველ ონკოლოგს, ალექსანდრე თავართქილაძეს ექსკლუზიურად ესაუბრა, რომელიც ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალზე – „სულაჟერზე“ მუშაობს. თავართქილაძის სახელი, ათობით ქვეყანაში კიბოსთან ბრძოლას უკავშირდება, ახლა კი ის სამშობლოში ინოვაციური კვლევის პროცესშია. ინტერვიუში ონკოლოგი განმარტავს, რომ მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, კვლევაში საქართველოს სახელით მონაწილეობა. საკითხი, პოლიტიკური თავდასხმის საფუძვლად უკვე იქცა. ოპოზიციისთვის, საქველმოქმედო მიზნით გაკეთებული პროექტი ისევ კითხვის ქვეშ დგას.