
ჩვენ არაერთი ფაქტი გვქონია წინ, რომ ფონდი „ქართუს“ საქველმოქმედო საქმიანობა, მეცნიერებაში წვლილის შეტანისთვის გამოხატული მხარდაჭერა შეფასებულა ნგრევად, უკან გადადგმულ ნაბიჯად ამ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან და მათ მიერ მართული ტელევიზიების მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„არ არის გასაკვირი არც ის, რომ ფონდ „ქართუს“ მორიგ ჯერზე, იმ საქველმოქმედო ქმედებებისთვის და იმ უზარმაზარი წვლილისთვის ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მრავალი მიმართულებით, ახლაც დეზინფორმაციის სახით აბრალებენ იმას, რასაც არ აკეთებს“, – აცხადებს ოხანაშვილი
„იმედის კვირა“ ქართველ ონკოლოგს, ალექსანდრე თავართქილაძეს ექსკლუზიურად ესაუბრა, რომელიც ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალზე – „სულაჟერზე“ მუშაობს. თავართქილაძის სახელი, ათობით ქვეყანაში კიბოსთან ბრძოლას უკავშირდება, ახლა კი ის სამშობლოში ინოვაციური კვლევის პროცესშია. ინტერვიუში ონკოლოგი განმარტავს, რომ მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, კვლევაში საქართველოს სახელით მონაწილეობა. საკითხი, პოლიტიკური თავდასხმის საფუძვლად უკვე იქცა. ოპოზიციისთვის, საქველმოქმედო მიზნით გაკეთებული პროექტი ისევ კითხვის ქვეშ დგას.