აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო დარტყმებს უკრაინაში, მათ შორის კიევში, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
„დღევანდელი თავდასხმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს პუტინის უკანონო ომის სრულ სისასტიკეს. ეს თავდასხმა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ერთგულებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს მანამ, სანამ საჭირო იქნება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, პუტინისა და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასა და უკრაინის ძალების საჭირო მხარდაჭერას საკუთარი ქვეყნისა და თავისუფლების დასაცავად.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს არაპროვოცირებული აგრესია და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“, – დასძინა ჯო ბაიდენმა.
დასავლურ ქვეყნებს უნდათ, რომ ჩაგითრიონ რუსეთთან ომში. მხოლოდ ამისთვის სჭირდებით, რომ...