Skip to content
01/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: არ მგონია, ვენეციის კომისიას შენიშვნები ჰქონდეს იმ პაკეტის მიმართ, რომელიც გაიგზავნა, რადგან ყველა ის ცვლილება აუმჯობესებს არჩევნების ჩატარების დღეს

მარშალ პრესი 10/10/2022
ლევან იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარის ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირისადმი მიმართვას ეხმაურება და ამბობს, რომ ჰგონია ვენეციის კომისიას ამ პაკეტის მიმართ შენიშვნები ჰქონდეს.

მისი თქმით, ყველა ცვლილება აუმჯობესებს არჩევნების ჩატარების დღეს.

„არ მგონია, ვენეციის კომისიას იმ პაკეტის მიმართ, რომელიც გაიგზავნა, შენიშვნები ჰქონდეს, რადგან ყველა ის ცვლილება აუმჯობესებს საბოლოო ჯამში არჩევნების ჩატარების დღეს. დღეზე იმიტომ ვაკეთებ აქცენტს, რომ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდზე ვკონცენტრირდეთ და დავიწყოთ იმაზე მუშაობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მიმართ გაჩნდეს ნდობა და ადამიანებს არ უწევდეთ თანხის ან შიშის გამო გადაწყვეტილების მიღება საარჩევნო უბანთან“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი დაჩქარებული მოსაზრების შემუშავების თხოვნით მიმართა.

Post navigation

Previous: გივი მიქანაძე: ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ამ პროცესს ხელოვნურად გაეთიშა, კარგად გააცნობიერა, რომ სამუშაო ჯგუფმა მათ გარეშეც იმუშავა და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიმუშავა
Next: გიორგი ანთაძე: რუსეთის წაგების კონტურები უკვე საკმაო ხანია გამოკვეთილია – დღევანდელ პირობებში, ერთადერთი გონივრული პოლიტიკაა, ჩვენი ინტერესების დაცვით, მაქსიმალურად ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.