Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე იოსებ გრიშაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მარშალ პრესი 08/10/2022
თბილისის მერია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის იოსებ გრიშაშვილის იუბილესთან და წიგნის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას „ძველი თბილისური ბოჰემა“ დაესწრო.

ღონისძიება კრწანისის რაიონში მდებარე იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა.

„გრიშაშვილის იუბილეს აღვნიშნავთ მისივე სახელობის სკვერში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა. სწორედ 2019 წლიდან დავიწყეთ ამ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნაც, სადაც ძალიან ბევრი ადგილობრივი მოდის ხოლმე. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ორი წელი აღნიშნული ღონისძიება არ გამართულა.

მინდა ყველას მივულოცო ეს დღე. სასიამოვნო საღამო იყო, საუკეთესო განწყობით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

იოსებ გრიშაშვილის სკვერი ერთი დღით ძველ თბილისურ სტილში გაფორმდა. ღონისძიების ძირითადი ნაწილის დაწყებამდე, სტუმრების წინაშე მეარღნე და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული მსახიობები წარდგნენ. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობა მედუდუკეთა ანსამბლმა მიიღო. „ძველი თბილისური ბოჰემის“ ფარგლებში, კიდევ ერთხელ გაცოცხლეს იოსებ გრიშაშვილის პოეზია მუსიკალური ნომრებითა და სხვადასხვა ფილმიდან და სპექტაკლიდან ფრაგმენტებით.

აღნიშნული სკვერის სივრცე რეტრო გალერეასაც დაეთმო, სადაც სხვადასხვა რეკვიზიტები იყო წარმოდგენილი. კრწანისის რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებს კი, საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

ღონისძიებას, თბილისის მერთან ერთად, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში – ბექა ოდიშარია, ლევან ჯაფარიძე და ნოდარ ტურძელაძე დაესწრნენ.

Post navigation

Previous: ანდრია გვიდიანი: ამ ხალხმა ან ვერ გაიგო, ან არ უნდათ გაგება, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ფულს არათუ არ შოულობს, არამედ რაც აქვს, მთლიანად აქ ხარჯავს
Next: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო ვახშამზე, ევროპელ ლიდერებთან ერთად, პანელური დისკუსიის შედეგები შეაჯამა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.