Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო ვახშამზე, ევროპელ ლიდერებთან ერთად, პანელური დისკუსიის შედეგები შეაჯამა

მარშალ პრესი 08/10/2022
მთავრობის ადმინისტრაცია

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამუშაო ჯგუფის სახელით “მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე”, დისკუსიის შემაჯამებელი მოსაზრებები წარუდგინა სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს.

სამუშაო ვახშამზე დამსწრე ლიდერებმა ასევე შეაჯამეს სამიტის და, კერძოდ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრა.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამი სამიტი ჩატარდება მოლდოვაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობდა პოლიტიკური გაერთიანების პირველი პლენარული სესიის გახსნაში.

სამიტის ფარგლებში გაიმართა ოთხი თემატური მრგვალი მაგიდა – მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე ენერგეტიკის, კლიმატისა და ეკონომიკის თემებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთად თავმჯდომარეობდა მრგვალ მაგიდას – “მშვიდობა და უსაფრთხოება”.

დისკუსიებს ასევე თავმჯდომარეობდნენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი და ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოტირი.

Post navigation

Previous: კახა კალაძე იოსებ გრიშაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
Next: ფონდი „ქართუ“: ანტივირუსული მცენარეული პრეპარატის, „სულაჟერი“ კვლევების პროექტში ფონდი „ქართუს“ მონაწილეობის მთავარი მიზანია ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და სიცოცხლის გადარჩენა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.