Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 08/10/2022
პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მზადაა, აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით.

გამოითქვა მზადყოფნა, რომ საქართველო, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას სატრანსპორტო პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობას და უსაფრთხოებას კასპიის და შავი ზღვების გავლით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაუდასტურა.

Post navigation

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ჩანს, ქართველი ხალხის მძარცველმა ხაზარაძემ არ იცის, რომ საქართველოში ივანიშვილის მიერ დახარჯული თანხა მშპ-ის ნაწილია
Next: ზურაბ ქადაგიძე: ფონდი „ქართუ“ იყო და რჩება საქართველოს მხარდამჭერად და მთავარ კონტრიბუტორად ქართული საზოგადოებისათვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.