Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ფონდი „ქართუ“ იყო და რჩება საქართველოს მხარდამჭერად და მთავარ კონტრიბუტორად ქართული საზოგადოებისათვის

მარშალ პრესი 08/10/2022
ზურაბ ქადაგიძე

ეს საჩუქარი და საზოგადოების სიკეთეებზე ზრუნვაც „ბოროტებად“ შერაცხა ჩვენმა „საამაყო“ კრიტიკულმა-მედიამ და სპეკულაციები დაიწყო ფინანსურ-იურიდიულ დეტალებზე, რაზეც ფონდმა კომპეტენტური პასუხი გასცა, ხოლო თვითონ, ჩვენი ოპო-მედია იმაზე მეტად სამარცხვინო ხდება, ვიდრე ოდესმე. ყველა ზღვარი მოეშალათ და იმდენად ამორალურები გახდნენ, რომ დღითიდღე უფრო ტოქსიკური ხდება მათი არსი – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ფონდი „ქართუს“ განცხადებას, მორიგი საქველმოქმედო პროექტის შესახებ. მისი თქმით ფონდი „ქართუ“ იყო და რჩება საქართველოს მხარდამჭერად და მთავარ კონტრიბუტორად ქართული საზოგადოებისათვის სიკეთეების შექმნის საქმეში.

„საქართველოში სფერო არ დარჩენილა, სადაც ფონდ „ქართუს“ თავისი პოზიტიური კვალი და მნიშვნელობა არ დაეტოვებინოს… კიდევ ერთი განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა ფონდმა საზოგადოებას, როდესაც ანტივირუსული პრეპარატი„სულაჟერი“- ის ლაბორატორიული კვლევები დაიწყო, სადაც ჩართული იყო ბიზნესმენი დავით ხიდაშელი. აღნიშნული პრეპარატი მოქმედებს,როგორც ვირუსების წინააღმდეგ, განსაკუთრებით „კოვიდ-19“-ის მკურნალობისას… ეს საჩუქარი და საზოგადოების სიკეთეებზე ზრუნვაც „ბოროტებად“ შერაცხა ჩვენმა „საამაყო“ კრიტიკულმა-მედიამ და სპეკულაციები დაიწყო ფინანსურ-იურიდიულ დეტალებზე, რაზეც ფონდმა კომპეტენტური პასუხი გასცა, ხოლო თვითონ, ჩვენი ოპო-მედია იმაზე მეტად სამარცხვინო ხდება, ვიდრე ოდესმე. ყველა ზღვარი მოეშალათ და იმდენად ამორალურები გახდნენ, რომ დღითიდღე უფრო ტოქსიკური ხდება მათი არსი… თუმცა ფაქტი ერთია-ფონდი „ქართუ“ იყო და რჩება საქართველოს მხარდამჭერად და მთავარ კონტრიბუტორად ქართული საზოგადოებისათვის სიკეთეების შექმნის საქმეში…“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა
Next: თამთა მეგრელიშვილი: წარმატებები ჩვენს მეცნიერებს და მადლობა „ფონდ ქართუს“ ასე უხმოდ საქვეყნო საქმეების კეთებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.