Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ჩანს, ქართველი ხალხის მძარცველმა ხაზარაძემ არ იცის, რომ საქართველოში ივანიშვილის მიერ დახარჯული თანხა მშპ-ის ნაწილია

მარშალ პრესი 08/10/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

საქართველოში დახარჯული ნებისმიერი თანხა, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის, მშპ-ის ნაწილია, მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომელიც მისი კაპიტალის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ საქართველოში ხარჯავს- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძის ფეისბუქ სტატუსზე, რომელიც თავის მხრივ თავდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით საქვეყნო მნიშვნელობის პროექტებში ბევრი ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, შესაბამისად, გადასახადებიც შედის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის, სოციალური მხარდაჭერის და სხვა მნიშვნელოვან სერვისებს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ არის აღნიშნული კაპიტალი მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი და ეს ყველაფერი წესით უნდა იცოდეს მევახშე მამუკამ.

„გუშინ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის კომენტარს, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილად მოიაზრებს, ცინიკური გამოხმაურება მოჰყვა მევახშე ხაზარაძისგან.
როგორც ჩანს, ქართველი ხალხის მძარცველმა არ იცის, რომ საქართველოში დახარჯული ნებისმიერი თანხა, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის, მშპ-ის ნაწილია, მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომელიც მისი კაპიტალის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ საქართველოში ხარჯავს. საქვეყნო მნიშვნელობის პროექტებში ბევრი ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, მათ დაგეგმარებასა და შესრულებაში არაერთი ქართული კომპანია მუშაობს და შესაბამისად, გადასახადებიც შედის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის, სოციალური მხარდაჭერის და სხვა მნიშვნელოვან სერვისებს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ არის აღნიშნული კაპიტალი მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი და ეს ყველაფერი წესით უნდა იცოდეს მევახშე მამუკამ. საინტერესოა, თავად თუ იყო ოდესმე მსგავსი საქვეყნო საქმეებით დაკავებული და თუ მოიაზრებდა მის კაპიტალს მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილად? ცხადია არა, მას ხომ ხალხის ძარცვის მეტი არაფერი გაუკეთებია”, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: სააკაშვილმა მიყვირა, რომ „თვითონაა ქვეყანა და თუ თავად არ იქნება, ქვა ქვაზე ნუ დარჩება – თამარ ჩერგოლეიშვილი მიშას ცოდვებს იხსენებს
Next: პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.