Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი – ყოველთვის გვსურდა, მონაწილე ვყოფილიყავით პრაღის ფორმატის მსგავსი პროცესის, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა საქართველოსთვის

მარშალ პრესი 07/10/2022
მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ პრაღის ფორმატი ახალი და მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ეს გამოყენებული უნდა იყოს, რათა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს, მოხდეს განხილვა, როგორ შეიძლება, ეს გაკეთდეს ევროკავშირის ლიდერებთან ერთად.

„საუკეთესო შესაძლებლობაა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები ერთად იკრიბებიან და მსგავს საკითხებზე მსჯელობენ. ყოველთვის გვსურდა, მონაწილე ვყოფილიყავით ამგვარი პროცესის და ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა საქართველოსთვის, რათა ქვეყნის პოზიციები იყოს გაჟღერებული და ჩვენი ხედვა გავაცნოთ პარტნიორებს, როგორ ვხედავთ ამ ინიციატივას და როგორ შეიძლება ეს გამოვიყენოთ საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: ნათია მეზვრიშვილი პარტიიდან გარიცხულ ფარცვანიაზე: ვპირდები, რომ კიდევ უფრო დავუმძიმებ
Next: გია აბაშიძე: ხელისუფლებამ კი არ გადააყოლა ბიძინა ივანიშვილის ფულს ქვეყანა, არამედ ივანიშვილმა გადააყოლა ქვეყანას თავისი ფული.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.