Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი ნინო ლომჯარიას – ხუთი წლის მანძილზე, სანამ სახალხო დამცველი იყავით, ხომ არ გიფიქრიათ პირდაპირ მიგემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოგეთხოვათ კონკორდატის გაუქმება

მარშალ პრესი 07/10/2022
გია ცაგარეიშვილი

ამ ხუთი წლის მანძილზე სანამ თქვენ სახალხო დამცველი იყავით, ხომ არ გიფიქრიათ როდესმე, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების წინააღმდეგ და მისი გაუქმებისთვის შეგეტანათ პირდაპირ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში – ამ კითხვით მიმართა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.
ცაგარეიშვილი ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს სახალხო დამცველი საქართველოს ეკლესიის როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და როგორია მისი თანამედროვე როლი ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების და ჩამოყალიბების საქმეში.
„ქალბატონო ნინო გთხოვთ, ბოლომდე გულწრფელი იყოთ და იქნებ ერიც და ბერიც პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეხლა გვისმენს ჩვენ და თქვენც მოგისმენთ, დაფიქრდეთ კარგად და გულწრფელად გამცეთ ამ კითხვაზე პასუხი, ამ ხუთი წლის მანძილზე სანამ თქვენ სახალხო დამცველი იყავით, ხომ არ გიფიქრიათ როდესმე, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების წინააღმდეგ და მისი გაუქმებისთვის შეგეტანათ პირდაპირ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. რა ბედენაა ერთ ნაკვეთზე დავა ეკლესიასთან, ხომ არ გიფიქრიათ ამაზე, რომ პირდაპირ მიგემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოგეთხოვათ კონკორდატის გაუქმება, რომელიც მრავალი წლის უკან დაიდო სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას შორის.

და კიდევ ერთი კითხვა – რას ფიქრობთ საქართველოს ეკლესიის როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საქმეში და როგორია მისი თანამედროვე როლი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების და ჩამოყალიბების საქმეში. ვფიქრობ, რომ საკმაოდ გულწრფელად დასმული კითხვაა და ველოდები თქვენგან გულწრფელ პასუხს“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი სახალხო დამცველს: რა იყო, თქვენი მიზანი? ის, რომ მომხდარიყო დისკრედიტაცია მართლმადიდებლური ეკლესიის, რომ როგორმე გეჩვენებინათ, საპატრიარქოს აქვს განუზომლად დიდი უფლებები?
Next: ნათია მეზვრიშვილი პარტიიდან გარიცხულ ფარცვანიაზე: ვპირდები, რომ კიდევ უფრო დავუმძიმებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.