Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი სახალხო დამცველს: რა იყო, თქვენი მიზანი? ის, რომ მომხდარიყო დისკრედიტაცია მართლმადიდებლური ეკლესიის, რომ როგორმე გეჩვენებინათ, საპატრიარქოს აქვს განუზომლად დიდი უფლებები?

მარშალ პრესი 07/10/2022
გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი სახალხო დამცველს: რა იყო, თქვენი მიზანი? ის, რომ მომხდარიყო დისკრედიტაცია მართლმადიდებლური ეკლესიის, რომ როგორმე გეჩვენებინათ, საპატრიარქოს აქვს განუზომლად დიდი უფლებები? თუ სამართლებრივი მტკიცებულება არ გქონდათ და აღმოჩნდა, რომ არ გაქვთ, მაშინ რა იყო მიზეზი გარდა იმისა, რომ მომხდარი დისკრედიტაცია საქართველოს ეკლესიის – ასე მიმართა ,,ხალხის ძალის’’ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა სახალხო დამცველს პარლამენტის პლენარული სხდომაზე. როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველს არ ჰქონდა არანაირი არგუმენტი, როდესაც სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. მისი შეფასებით, სახალხო დამცველის მიზანს, ამ შემთხვევაში, წარმოადგენდა მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაცია, როგორმე, მათ ეჩვენებინათ, რომ საპატრიარქოს დიდი ძალაუფლება გააჩნია, ვიდრე სხვა კონფესიებს. ,,მე არ მგონია, თქვენ და თქვენს უწყებას არ სცოდნოდა საქართველოს მინიმალური ისტორია, რომ ეკლესია-მონასტრები ისტორიულად, სწორედ მართლმადიდებლურ საპატრიარქოს და მართლმადიდებლურ ეკლესიას გააჩნია. ამ კანონში, სწორედ ეს ეწერა, რომ ისტორიულად, სადაც იყო ეს ნაგებობები, იმის მიღმა, თუ იყო სატყეო მიწები, მხოლოდ ამაზე იყო საუბარი. მაშინ, რა იყო თქვენი მიზანი? ის, რომ დავუშვათ მომხდარიყო დისკრედიტაცია მართლმადიდებლური ეკლესიის, რომ როგორმე გეჩვენებინათ, საპატრიარქოს აქვს განუზომლად დიდი უფლებები, ვიდრე სხვა კონფესიებს. პროცესზე ერთი პრაქტიკული მაგალითიც ვერ იყო მოცემული, რომლის გამოც ეს საკონსტიტუციო სარჩელი შევიდა. თუ ეს სამართლებრივი მტკიცებულება არ გქონდათ და აღმოჩნდა, რომ არ გაქვთ, მაშინ რა იყო მიზეზი გარდა იმისა, რომ მომხდარი მცდელობა დისკრედიტაციისა ზოგადად საქართველოს ეკლესიის,’’ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ბექა ოდიშარია ნინო ლომჯარიას – პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა გკითხოთ მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებლურ ეკლესიას?
Next: გია ცაგარეიშვილი ნინო ლომჯარიას – ხუთი წლის მანძილზე, სანამ სახალხო დამცველი იყავით, ხომ არ გიფიქრიათ პირდაპირ მიგემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოგეთხოვათ კონკორდატის გაუქმება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.