Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ნინო ლომჯარიას – პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა გკითხოთ მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებლურ ეკლესიას?

მარშალ პრესი 07/10/2022
ბექა ოდიშარია

პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა გკითხოთ მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებლურ ეკლესიას – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელიც პარლამენტს 2021 წლის ანგარიშს აბარებს. როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რაც, დეპუტატის თქმით, რეალურად ეკლესიის წინააღმდეგ იყო. მისივე თქმით, სხდომაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბოდიშებს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, რადგან რომ ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა რომ ტყუილი იყო, რომ ვიღაცა იყო ამ თემით დაზარალებული. „არაფერი პირადული მხოლოდ საქმე, როდესაც თქვენ გირჩევდით წინა მოწვევის პარლამენტში, იცით თქვენ რა სკეპციტიზმით სავსე იყო ეს პროცესი, თუმცა ჩვენ გვინდოდა დაგვეჯერებინა და დავიჯერეთ კიდეც, რომ თქვენ ყველას უფლებების დამცველი იქნებოდით, თქვენ ახლაც ასე პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა გკითხოთ მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებლურ ეკლესიას და გეტყვით რატომ – 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოგეხსენებათ გაიმართა განმწესრიგებელი – სხდომა საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ნუ, ბუნებრივია გვესმის, რომ აქ იყო ტრანსკრიფციაში ეკლესიის წინააღმდეგ. სხდომაზე, ძალიან უბადრუკად და უმწეოდ გამოიყურებოდა თქვენი წარმომადგენელი და პირდაპირ ბოდიშების მოხდაც მოუწია ყველამ ვნახეთ ეს კადრები. გასაგებია რასაც შეეხებოდა, თქვენ აპროტესტებდით, რომ მიჩენის ნაცვლად შესაძლებელია ახალი სტანდარტი დამკვიდრებულიყო რომ მონასტრებს, რომელიც ამ კანონის მიღებამდე იყო აშენებული, მიეკუთვნოთ გარკვეული პერიოდით მოვლა-პატრონობით ტყის გარკვეული ფართობები. გასაგებია თქვენი მოტივები, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს, ასე სასწრაფოდ რამ გაიძულათ მაშინ, როდესაც ამხელა პერიოდი გქონდათ, წინა ზაფხულს შეიტანეთ ეს სარჩელი იქ მიუთითეთ, რომ იყო დაზარალებული და ამხელა პერიოდის მერე, ამ ზემოხსენებული თქვენთვის არასასიამოვნოდ გასახსენებელი განმწესრიგებელი სხდომისას თქვენს წარმომადგენელს პირდაპირ ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშებს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, იმიტომ რომ ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა რომ ტყუილი იყო ის, რომ ვიღაცა იყო ამ თემით დაზარალებული“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

Post navigation

Previous: კახა კალაძე Credit Suisse-ის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ, რადგან მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს
Next: გურამ მაჭარაშვილი სახალხო დამცველს: რა იყო, თქვენი მიზანი? ის, რომ მომხდარიყო დისკრედიტაცია მართლმადიდებლური ეკლესიის, რომ როგორმე გეჩვენებინათ, საპატრიარქოს აქვს განუზომლად დიდი უფლებები?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.