Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ყოველთვის მზად ვართ, რომ საქართველო იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ დიალოგს, რათა კონკრეტული შედეგი მიიღონ ამ მოლაპარაკებებიდან და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა

მარშალ პრესი 07/10/2022
ილია დარჩიაშვილი

საქართველოსთვის პრიორიტეტი N1 არის ის, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ცდილობდა, რომ მას შეესრულებინა შუამავლის როლი ჩვენს სამხრეთელ მეგობრებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება. „ეს პროცესი რა თქმა უნდა გრძელდება. ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის აქტიური მონაწილეობით მოხერხდა კონკრეტული ხელშესახები შედეგების მიღება შარშან, გაგრძელდა ეს პროცესი, რამდენიმე თვის წინ ჩვენ ორ საგარეო საქმეთა მინისტრს ვუმასპინძლეთ საქართველოში, ესეც ამის მაგალითია, რომ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ნდობა ჩვენი მეგობრების და მომავალშიც ყოველთვის მზად ვართ, რომ საქართველო, თბილისი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ და წყნარ დიალოგს იმისთვის, რომ მათ კონკრეტული შედეგი მიიღონ ამ მოლაპარაკებებიდან და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ამ პროცესში არანაირი წინაპირობები არ გვაქვს, ერთადერთი შეთავაზება, რაც ჩვენი მეზობლების მისამართით გავაკეთეთ და ეს ძალაშია დღესაც და ყოველთვის, ნებისმიერ დროს, მათთვის სასურველ დროსა და სივრცეში, ჩვენს ქვეყანაში მზად ვართ, რომ ვუმასპინძლოთ ჩვენს მეზობლებს და დავეხმაროთ, თუ კი ამის საჭიროება იქნება, გააძლიერონ დიალოგი და გააღრმაონ ეს პროცესი იმისთვის, რომ მივაღწიოთ მშვიდობას რეგიონში,“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

Continue Reading

Previous: 44 ქვეყნის ლიდერი საუბრობდა, თუ როგორ უნდა გააძლიეროს ევროპულმა ოჯახმა თანამშრომლობა და პარტნიორობა, რათა წინ აღუდგნენ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აწუხებს ევროპასა და მსოფლიოს – ილია დარჩიაშვილი
Next: 2023 წელს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება იზრდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025